საფრანგეთის სამხედრო სარდლობა ავიაციის მიერ ლიბიის დაბომბვისას მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის შესახებ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.
საფრანგეთის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენელის ფრანსუა ბარუანის განცხადებით, პარიზი არ ფლობს ინფორმაციას ავიადარტყმების შედეგად გარდაცვლილი ადამიანების შესახებ.
თავის მხრივ, ბრიტანეთის სამხედრო სარდლობამ გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ სამეფო საჰაერო შეიარაღებულმა ძალებმა გარკვეუ ობიექტებზე იერიშის მიტანაზე უარი განაცხადა, რადგან არ გამორიცხავდა, რომ ლიბიის ხელისუფლებას თავდაცვის მიზნით "ცოცხალ ფარად" მშვიდობიანი მოსახლეობა გამოეყენებინა.
ამასთან ერთად, ლიბიის სახელმწიფო ტელევიზია იუწყება, რომ ტრიპოლსა და მისრატში კოალიციის მიერ განხორცილებული ავიადარტყმების შედეგად 60 ზე მეტი მშვიდობიანი მოსახლეა დაღუპული.