ბრიტანელი ექსპერტების აზრით, ჭეშმარიტი მიზეზი იმისა, თუ რატომ ჩაუდგა საფრანგეთი ლიბიის წინააღმდეგ მიმართულ საერთაშორისო სამხედრო ოპერაციას სათავეში არის საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის სწრაფვა გადაარჩინოს თავისი რეიტინგი, რომელიც არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე უმცირეს წერტილს მიუახლოვდა.
"ფრანგებს ძალიან მოსწონთ, როდესაც მათი პრეზიდენტი პოლიტიკური სახელმწიფო მოღვაწესავით იქცევა, რომლის მოქმედებებიც მსოფლიოს ბედს წყვეტს", _ განაცხადა "Guardian"-ისათვის მიცემულ ინტერვიუში ერთ-ერთმა დიპლომატმა, რომელმაც ვინაობის დასახელებიგან თავი შეიკავა. მისივე თქმით, ნიკოლა სარკოზი ახლა ისეთ მდგომარეობაში იმყოფება, რომ მას "კარგი კრიზისი" ნამდვილად სჭირდება.
ექსპერტთა აზრით, საფრანგეთის პრეზიდენტის საბრძოლო განწყობაზე ასევე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა, გასულ კვირას ჩატარებულმა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ. გამოკითხვამ ცხადჰყო, რომ სარკოზი ამჟამად საპრეზიდენტო არჩევნებს წააგებდა არა მხოლოდ თავის ოპონენტთან სოციალისტური პარტიიდან, არამედ ნაციონალისტების ლიდერთან ჟან მარი ლე პენთანაც.
ბრიტანელი ექსპერტები ასევე აღნიშნავენ, რომ სარკოზის სურვილმა დაიცვას ლიბიელი ამბოხებულები მართლაცბევრი ექსპერტის გაკვირვება გამოიწვია. თუკი კრიზისის დაწყებისათვის საფრანგეთის პოზიცია საკმაოდ მოზომილი იყო, დროებითი მთავრობის წევრებთან მოლაპარაკებების გამართვის შემდეგ ნიკოლა სარკოზის გაუჩნდა დაუოკებელი სურვილი დახმარებოდა ოპოზიციას.
საფრანგეთის მთავრობამ ბენღაზის ხელმძღვანელობა ლიბიის ერთადერთ კანონიერ ხელისუფლებად აღიარა და ამბოხებულთა დედაქალაქში თავისი ელჩიც კი გააგზავნა. ამასთან ერთად, სწორედ სარკოზი არწმუნებდა თავის ევროპელ მოკავშირეებს მიეტანათ იერიში კადაფის ერთგულ ძალებზე. ამიტომაც სულაც არ არის გასაკვირი, რომ ფრანგულმა თვითმფრინავებმა ოპერაცია "ოდისეა. განთიადი"-ს პირველივე საათებში დაბომბვები დაიწყეს.
ამას კიდევ დაემატება ის, რომ სარკოზის ცუდი ურთიერთობები აქვს მუამარ კადაფთან, რომელმაც საფრანგეთის პრეზიდენტი ღალატში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ტრიპოლი მის საპრეზიდენტო კამპანია აფინანსებდა და სარკოზმა დიდი სირთულის გადალახვით მოიგო საპრეზიდენტო არჩევმნები. მართალია პარიზში მუამარ კადაფის ეს ბრალდება ყველა დონეზე იქნა უარყოფილი მაგრამ ამის შემდეგ ფრანგებმა დაიწყეს მოთხოვნა ლიბიაში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ.