მთავრობის გადაწყვეტილებით, სმენადაქვეითებულთათვის ახალი პროგრამა ამოქმედდება. უფრო კონკრეტულად, კოხლეარული იმპლანტაცია დაფინანსდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სმენადაქვეითებულებს ისეთ იმპლანტანტს გადაუნერგავენ, რომლის საშუალებითაც მათ სმენა დაუბრუნდებათ და მეტყველებასაც შეძლებენ.
ჯანდაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე დღეს ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ეროვნულ ცენტრში მივიდა და ახალი ინიციატივა ექიმებსა და პაციენტებს პირადად გააცნო.
გასულ წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან წელიწადში მხოლოდ 15 ოპერაცია ფინანსდებოდა, ამიერიდან კი 76 პაციენტს ექნება შესაძლებლობა სმენა აღიდგინოს.