სირიაში არეულობა გრძელდება. ანტისამთავრობო გამოსვლების დაწყებიდან მესამე დღეს დემონსტრანტებმა ქალაქ დერაარში ათობით შენობას ცეცხლი წაუკიდეს.
მათ შორის, მმართველი პარტიის მთავარ ოფისს, სასამართლოსა და ორი სატელეფონო კომპანიის შენობებს, რომლებიც სირიის პრეზიდენტის ნათესავებს ეკუთვნით.
მომიტინგეების შეჩერება სამართალდამცავებმა სცადეს, რასაც შეტაკება მოყვა. გავრცელებული ცნობით, დაიღუპა ექვსი ადამიანი. პოლიციელებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
ცნობილი ხდება, რომ ქალაქში დაბომბილია ინტერნეტი და საკომუნიკაციო სისტემებიც.