ლიბიაში მიმდინარე მოვლენათა პარალელურად, აქციები იმართება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშიც.
ბრიუსელის ქუჩებში რამდენიმე ათასი ადამიანი გამოვიდა. ბელგიელებმა ლიბიელი ხალხისაადმი სოლიდარობა გამოხატეს. მუამარ კადაფის რეჟიმს გმობენ ბერლინშიც, სადაც ასობით მოქალაქეს ხელში ლიბიის დროშები ეჭირა.
საბერძნეთში კი კოალიციური ჯარების სამხედრო ქმედებებმა ომის საწინააღმდეგო აქცია გამოიწვია. მოქალაქეები ევროპასა და ამერიკას ინტერვენციის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. ისინი საბერძნეთის მთავრობისაგან მოითხოვენ, არ დაეხმარონ კოალიციურ ძალებს.
ცნობისთვის, საბერძნეთმა უკვე შეთავაზა ევროპასა და აშშ-ს საკუთარი სამხედრო ბაზები კუნძულ კრეტაზე.