საგარეო საქმეთა სამინისტრო ისრაელში ვერა ქობალიას ვიზიტის შესაძლო გადადების შესახებ ინფორმაციას საქართველოში ისრაელის საელჩოში გადაამოწმებს.
"ჩვენთვის ვიზიტის გადადების თაობაზე ოფიციალური მიზეზებით არავის მოუმართავს. ამ საკითხს ისრაელის წარმომადგენლობაში გადავამოწმებთ", - განუცხადა კალანდაძემ ჟურნალისტებს.
მისივე ვარაუდით, თუკი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ისრაელში ვიზიტი გადაიდება, ეს იგივე მიზეზებით იქნება განპირობებული, რაც პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტის გადადების შემთხვევაში იქნა დასახელებული.
შეგახსენებთ, რომ 29-31 მარტს, ისრაელში, საერთაშორისო ტურისტული კონფერენცია გაიმართება, რომელსაც ვერა ქობაიაც უნდა დასწრებოდა. როგორც ინტერნეტ პორტალი "იზრუსი" იუწყება, შესაძლოა ქართველი სამართალდამცველების მიერ დაკავებული ებრაელი ბიზნესმენების გამო, ფორუმზე საქართველოს ეკონომიკის მინისტრი აღარ მიიწვიონ. როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ ისრაელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის ვიზიტიც ჩაიშალა, რის მიზეზადაც, ოფიციალურმა თელავივმა "გადატვირთული სამუშაო გრაფიკი" დაასახელა.