საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე მიმდინარე კვირას სამუშაო ვიზიტით პორტუგალიის რესპუბლიკასა და ნორვეგიის სამეფოს ეწვევა.
ოფიციალური ინფორმაციით, პოსტუგალიაში ვიზიტის ფარგლებში გრიგოლ ვაშაძე პორტუგალიელ კოლეგას შეხვდება, ნორვეგიაში კი, ის კოლეგა მინისტრის გარდა, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელთან და ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში ნორვეგიის დელეგაციის ხელმძღვანელთანაც გამართავს შეხვედრას.
საუბრის მთავარი თემა ორივე ვიზიტის შემთხვევაში ორმხრივ და მრავალხმრივ ფორმატში თანამშრომლობის საკითხები იქნება.