ამერიკელი სამხედროები ელიან, რომ უახლოეს დღეებში ლიბიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციაზე კონტროლს თავის თავზე აიღებს ან ნატოს ძალები ან ფრანგულ-ბრიტანული კოალიცია. ეს განცხადება აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეიტსმა გააკეთა.
მისივე თქმით, ამერიკა მომავალშიც აპირებს ლიბიაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მიღებას, თუმცა ამერიკელების როლი "დომინირებადი არ იქნება".
ამერიკელთა მონაცემებით, საბრძოლო ოპერაციების განმავლობაში ლიბიის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითმა სისტემებმა "საგრძნობი დანაკარგი განიცადეს", ხოლო არასაფრენი ზონა კადაფის ავიაციისათვის პრაქტიკულად უკვე დამყარებულია. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
ამასთან ერთად, ასევე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნატოში ამ დრომდე არ არის ერთსულოვნება მომავალში გადასადგმელ კოორდინირებულ ძალებთან დაკავშირებით.
ალიანსმა მხარი დაუჭირა ემბაგოს ლიბიაში იარაღის შეტანასთან დაკავშირებით, თუმცა ლიბიის თავზე საჰაერო სივრცის დახურვაზე კონტროლის დამყარების საკითხი თურქეთმა დაბლოკა.
აშშ-ს გაერთიანებული კომიტეტის შტაბების უფროსმა ვიცე-ადმირალმა ბილლ გორტნიმ განაცხადა, რომ კოალუციის ძალებს ლიბიის თავზე ჯერ ჯერობით არც ერთი თვითმფრინავი არ დაუკარგავთ.
მისივე თქმით, კადაფის წინააღმდეგ მოქმედ კოალიციურ ძალებს - აშშ-ს დიდ ბრატანეთს, საფრანგეთს, იტალიას და კანადას ბელგია და ყატარიც შეუერთდნენ.
პენტაგონის წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ ავიადარტყმებში მონაწილეობა მიიღო აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილმა სულ მცირე 18 -მა თვითმფრინავმა, მათ შორის სტრატეგიულმა ბომბდამშენებმა "В-2" "სტელს"-მა.
პენტაგონის ინფოერმაციით, ბრიტანელმა და ამერიკელმა სამხედროებმა ლიბიის მიმართულებით 110 რაკეტაზე მეტი გაუშვეს.
ფრანგმა სამხედროებმა იერიში მიიტანეს სამტავრობო ძალებზე, რომლებსაც იერიში ქალაქ ბენგაზზე მიჰქონდათ. ფრთოსანი რაკეტები ასევე გაშვებულ იქნა ქალაქების ტრიპოლისა და მისრატას მიმათულებით.
ლიბიის ტელევიზიის ინფორმაციით, დაცხრილვების შედეგად გარდაცვლილია 48 ადამიანი და 150 მეტი დაჭრილია. თუმცა ამ ინფორმაციას დამოუკიდებელი წყაროები არ ადასტურებენ.
ამერიკელი სამხედროები ამტკიცებენ, რომ ავიადარტყმების უმეტესობა მიტანილი იქნა საერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებზე. პენტაგონი ასევე უარყოფს იმას, რომ მას კადაფის განადგურება სურს.