საქართველოს მთავრობას უფლებამოსილება მიენიჭება ბაკურიანის, გუდაურის და ბორჯომის ტერიტორიაზე რიგი ქმედებების განხორციელებისთვის განსაზღვრული ვადით უფლებამოსილების დელეგირება ნებისმიერ ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოზე მოახდინოს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება შედის "ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ" კანონში.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა ანდრო ალავიძემ განუცხადა, ბაკურიანის და გუდაურის სარეკრიაციო ტერიტორიებზე, აგრეთვე ქალაქ ბორჯომის ტერიტორიაზე მიწის (გარდა კერძო საკუთრებაში არსებული მიწისა) განკარგვას, მშენებლობის ნებართვის გაცემისა და მიმდინარე მშენებლობაზე ზედამხედველობის განხორციელებას, დასუფთავების, პარკირებისა და სხვა საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზებას, წყალმომარაგების, კანალიზაციისა და სანიაღვრე ქსელების მოვალა-პატრონობას, პირველადი სამედიცინო დახმარებისა და სამაშველო სამსახურის მუშაობის უზრუნველყოფას, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებასა საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით ახორცილებს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
"საქართველოს მთავრობას უფლება აქვს მოახდინოს ამ უფლებამოსილების განსაზღვრული ვადით დელეგირება ნებისმიერ თვითმმართველ ორგანოზე", - განაცხადა ალავიძემ
აღნიშნული კანონპროექტის ავტორები არიან პარლამენტის წევრები - პავლე კუბლაშვილი, კახაბერ ანჯაფარიძე და ანდრო ალავიძე.