რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა რუსეთის შს სამინისტროს ექვსი გენერალი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ინფორმაციას ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით ხელმძღვანელობის ახალი შემადგენლობა შს სამინისტროს ორგანოების რეფორმის ფარგლებში ყალიბდება.
ამ დროისათვის შს სამინისტროს ყველა თანამშრომელი შტატგარეშედაა დარჩენილი და სამსახურში მხოლოდ ატესტაციის გავლის შემდეგ შეეძლებათ დაბრუნება უკვე პოლიციელების სტატუსით. ატესტაცია 1 ივნისამდე უნდა დასრულდეს.
რუსეთის ფედერაციის შს სამინისტროს თანამშრომელთა საერთო რაოდენობა 2012 წლისათვის 20% უნდა შემცირდეს დაახლოებით 1,1 მილიონი ადამიანით.
პრეზიდენტის ბრძანების მიხედვით თანამდებობები დაკარგეს: რუსეთის შს სამინისტროს ექსტრემიზმისათვის წინააღმდეგობის გაწევის უპერატიულ-სამძებრო საქმიანობის უზრუნველყოფის ცემტრის ხელმძღვანელმა მილიციის გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ბულატოვმა, რუსეთის შს სამინისტროს სამხრეთ კავკასიის ფედერალური ოლქის მიმართულების შს სამინისტროს ტრანსპორტის სამმართველოს უფროსმა მილიციის გენერალ-მაიორმა იგორ ჟუკოვმა, შს სამინისროს საქმეების სამმართველოს უფროსმა ტვერის ოლქში მილიციის გენერალ-მაიორმა ალექსანდრე კულიკოვმა, შს სამინისროს ციმბირის იურიდიული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა მილიციის გენერალ-მაიორმა ნიკოლაი მიხაილოვმა, ტამბოვის ოლქის შს სამმართველოს ხელმძღვანელმა მილიციის გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ფურსოვმა და შს სამისტროს ტიუმენის იურიდიული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ალექსნდრე ჩისლოვმა.
გასულ კვირას, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი ნარიშკინმა, რომლიც უმაღლესი ხელმძღვანელობის საატესტაციო კომისიას უდგას სათავეში, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ატესტაცია რუსეთის შს სამინისტროს 170 ხელმძღვანელმა გაიარა, თუმცა მიუხედავად ამისა ზოგი კანდიდატურა მაინც უგულვებელყოფილი იქნა.
მასალის გამოყენების პირობები