სალვადორში მცხოვრებმა მაიას ტომის ინდიელებმა უძველესი რიტუალი ჩაატარეს და ბუნების ძალებისგან ბარაკ ობამასთვის ბრძნული გადაწყვეტილებების მიღება ითხოვეს. ამის შესახებ "ფრანს-პრესი" იტყობინება.
ცერემონია მაიას ტომის უძველეს საკურთხეველთან სან-სალვადორის დედაქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთით 25 კილომეტრში გაიმართა.
ხუთმა შამანმა ცეცხლში სანთლები და კაკაო-ბობი ჩააგო და ვულკანებს, მთებსა და საკუთარ წინაპრებს მზისგან ენერგიის მიღება სთხოვა, რათა ეს ენერგია ამერიკის ლიდერს გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმაროს.
ამასთან, შამანებმა აღნიშნეს, რომ ცივილიზაცია არასწორი მიმართულებით მიდის და რეკომენდაციით მიმართეს ობამას, რათა მან ტექნოლოგიების ქსელი დაშალოს.
ცერემონიალს ასობით ადგილობრივი მცხოვრები ესწრებოდა, რომლებიც შამანებს ლოცვაში ეხმარებოდნენ.
ამასთან, მათ შორის იმყოფებოდა აშშ-ის საიდუმლო სამსახურის სამი თანამშრომელი, რომლებიც ამერიკის პრეზიდენტის ვიზიტის ამზადებენ.
ცნობისთვის, ბარაკ ობამა სალვადორს 22-23 მარტს ეწვევა. ეს ქვეყანა, სადაც მაიას უძველესი ცივილზაციის ნაკვალევი ბევრგან შემორჩა, მისი ლათინოამერიკული ტურნეს უკანასკნელი ადგილი იქნება.
შეგახსენებთ, ბარაკ ობამას მიერ ბრაზილიაში დაწყებული ტურნე დღეს ჩილეში ვიზიტით გაგრძელდება.