საქართველოში ქორწინებაში მყოფი ყოველი მე-11 ქალი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია თავისი მეუღლის ან პარტნიორის მხრიდან. ამის შესახებ გენდერის საკითხებში დონორთა საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადეს.
მანდილოსნების 35,9% აღნიშნავს, რომ მეუღლის ან პარტნიორის მხრიდან ძალადობის სხვადასხვა ფორმები გამოუცდია.
ქალების 78, 3 %-ს კი მიაჩნია, რომ ოჯახში ძალადობის პრობლემა მხოლოდ ოჯახის შიგნით უნდა განიხილებოდეს და მისი გარეთ გატანა დაუშვებელია.
ქალთა 34,1 % ქმრის მიერ ცოლის ცემას გარკვეულ შემთხვევებში ამართლებს.
გარდა ამისა, ჯერ კიდევ ფართოდ გავრცელებულია ადრეული ქორწინებები.
ქალის მოტაცება ქორწინების მიზნით და ე.წ. "ღირსების მკვლელობები".