დღეს სასულიერო პირები საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ნათლულთა ოჯახის წევრებს შეხვებიან.
მსგავსი შეხვედრა სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში ყოველ ორშაბათს გაიმართება. სასულიერო პირები პატრიარქის ნათლულების მშობლებს ან ოჯახის სხვა წევრებს პატრიარქის მიერ ჩვილების მონათვლის მნიშვნელობაზე გაესაუბრებიან.
შეხვერდაზე უჩვენებენ ფილმსაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის შესახებ.
ცნობისთვის, ნათლულების ოჯახებს თავად საპატრიარქოს წარმომადგენლები დაუკავშირდებიან და წინასწარ აცნობებენ შეხვედრის თარიღის შესახებ.