იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების რიცხვი 22 ათას აჭარბებს. ოფიციალურ ინფორმაციას ამის შესახებ იაპონიის პოლიცია ავრცელებს.
პოლიციის მონაცემებით მხოლოდ მიაგის პრეფექრურაში დაღუპულთა რაოდენობამ, შესაძლოა, 15 ათას ადამიანს გადააჭარბოს.
12 ათას 272 ადამიანი ამ დროისათვის უგზო- უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ნახევარ მილიონამდე ადამიანი კი დროებით თავშესაფრებში ცხოვრობს.
იაპონიის ნაციონალური პოლიციის სააგენტოს ინფორმაციით, ორშაბათის ადგილობრივი დროის 12:00 საათის მონაცემებით გარდაცვლილთა სიაში 8 ათას 649 ადამიანია. ყველაზე მეტი დაღუპული მიიაგის პრეფექტურაშია. იქ ეს რიცხვი 5,2 ათას ადამიანს შეადგენს. ივატეს პრეფექტურაში 2,6 ათას ადამიანზე მეტი დაღუპულია.
ასევე გაზრდილია დაზარალებულთა ოფიციალური რაოდენობა. დაზარალებულთა ნუსხაში სულ მიიაგის პრეფექტურიდან 3,8 ათასი ადამიანია, ივატეს პრეფექტურაში 5 ათასზე მეტი და ფუკუსიმას პრეფექტურაში 4,4 ათასი ადამიანი.