აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სარაკეტო დარტყმებმა ლიბიის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის 22 ობიექტიდან 20 გაანადგურა. ამის შესახებ აშშ-ის შეიარაღებული ძალების აფრიკის სარდლობის წარმომადგენლემა ჯეიმს სტოკმანმა განაცხადა.
„22 დასახული მიზნიდან 20 განადგურებულია, კიდევ ორი სამიზნის განადგურების ანალიზი ამ დროისთვის ტარდება", - განაცხდა სტოკმანმა.
მისი თქმით, კოალიციის ავიაციამ ლიბიის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის საკვანძო ობიექტებზე მიიტანა შეტევა.
„ქალაქებში ტრიპოლი, მისრატა და სირტი ჩვენ შეტევა მივიტანეთ ჰაერსწინააღმდეგო სისტემების საკვაძო ობიექტებზე - რაკეტების გამშვებ მოედნებზე", - განაცხდა სტოკმანმა „ფრანს-პრესთან" საუბრისას.