ფრანც-პრესის სააგენტოს ორი ჟურნალისტი ლიბიაში გაუჩინარდა.
ჟურნალისტები, რომლებიც აღმოსავლეთ ლიბიიდან აშუქებდნენ მოვლენებს, პარასკევიდან კავშირზე არ გამოსულან. ამის შესახებ დღეს თავად ფრანც-პრესი იტყობინება.
38 წლის კორესპონდენტი დეივ კლარკი და 45 წლის ფოტოგრაფი რობერტო შმიდტი ქალაქ ტობრუკიდან 35 კილომეტრში იმყოფებოდნენ. პარასკევს მათ ელექტრონული ქსელის მეშვეობით სააგენტოში წერილი გაგზავნეს და აცნობეს, რომ ოპოზიცინრებს შეხვდებოდნენ. ამასთან, განმარტეს, რომ აპირებდნენ იმ ლიბიელებთან გასაუბრებას, რომელთაც ქალაქი დატოვეს.
კლარკი ლიბიაში 8 მარტიდან მუშაობდა, შმიდტი_28 თებერვლიდან. მათ ფოტოგრაფი ჯო რედლიც ახლდა. როგორც იტყობინებიან, მასთანაც გამწყდარია კავშირი.
უფრო ადრე ლიბიაში ამერიკული გაზეთის ოთხი ჟურნალისტი დაიკარგა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ისინი კადაფის მომხრეებმა აიყვანეს.