ლიბიის ხელისუფლებამ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო
ლიბიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აჰმედ ალ-შარიფმა კადაფის სახელით განაცხადა, რომ ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს მიეცათ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის ბრძანება.
ალ-შარიფმა ასევე მოუწოდა ლიბიის მოქალაქეებს მონაწილეობა მიიღონ სამშვიდობო მარშში ტრიპოლიდან ქალაქ ბენგაზისკენ.
პარალელურად, ლიბიის ლიდერის შვილმა სეიფ ალ-ისლამ კადაფიმ ამერიკულ ტელეკომპანია ABC- ს განუცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნები აბსოლუტურად არასწორად იგებენ იმას, რაც ლიბიაში ხდება.
მისი თქმით, ამბოხებულები, რომლებიც ბენგაზს აკონტროლებენ არიან განგსტერები და ტერორისტები და ლიბიელი ხალხი ცდილობს მათ მიერ დაკავებული ქალაქის განთავისუფლებას.
მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ პრეზიდენტი ბარაკ ობამა რომელსაც დღემდე არაბული სამყაროს მეგობრად მიიჩნევდნენ, ბომბავს ლიბიას.
როგორც ალ-ისლამ კადაფიმ განაცხადა ოდესღაც აშშ მიხვდება, რომ მხარს უჭერს არა იმ ადამიანებს ვის გვერდითაც უნდა იდგეს.