დღეს, 21 მარტს, 14:00 საათზე, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ახალი პროექტის FixMyStreet Georgia პრეზენტაცია გამართავს.
ვებგვერდის Chemikucha.ge დახმარებით, თბილისელებს საშუალება მიეცემათ თავიანთ დასახლებებში არსებული პრობლემები თბილისის ადმინისტრაციას ამცნონ და მათი მოგვარება ამ გზით დააჩქარონ.
პროექტი "ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
ამ ტიპის პროექტი წარმატებულად მუშაობს ბრიტანეთში, კანადაში, ნორვეგიაში და სხვა ქვეყნებში. საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველი ქვეყანაა, სადაც FixMyStreet იწყებს ფუნქციონირებას.
FixMyStreet პრეზენტაცია გაიმართება Frontline კლუბში (თბილისი, მარი ბროსეს 6).