დღეს, 21 მარტს, 16:00 საათზე, სასტუმრო "თბილისი მარიოტში" მედიაგამჭვირვალეობისთვის მომზადებული კანონპროექტების პაკეტის განხილვასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება.
პრესკონფერენციაზე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები პარლამენტის მიმართავენ, დააჩქაროს მედიაგამჭვირვალობისთვის მომზადებული კანონპროექტების პაკეტის განხილვა.
ღონისძიებაზე განცხადებებს გააკეთებენ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე ზვიად ქორიძე და კანონპროექტის ავტორები.
ღონისძიების ორგანიზატორია ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველო".