დღეს, 21 მარტს, საქართველოს ორდღიანი სამუშაო ვიზიტით ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი კარლ ლამერსი ეწვია.
ოფიციალურ პირებთან დაგეგმილი შეხვედრების ფარგლებში თავდაპირველად ის ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს გიგა ბოკერიას შეხვდება, რის შემდეგაც პარლამენტში გადამინაცვლებს და პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან გამართავს შეხვედრას.
ლამერსს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური და ვიცე-პრემიერი, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძეც მიიღებენ.
23 მარტს კარლ ლამერსი როუზ-როსის 76-ე სემინარს გახსნის, რომელიც თბილისში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ეგიდით ტარდება.