აშშ-ის შეიარაღებული ძალების აფრიკის სარდლობამ დაადასტურა, რომ ლიბიის ტერიტორიაზე სამიზნეების გასანადგურებლად V-2 ტიპის სტრატეგიულ ბომბდამშენებს იყენებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ფრანს პრესი" ავრცელებს.
აფრიკული სარდლობის წარმომადგენელმა კენეტ ფიდლერმა განაცხდა, რომ ლიბიის სამხედრო ობიექტებზე განხორციელებული რეიდიში აშშ-ს სამხედრო საჰაერო ძალების 19 სამხედრო თვითმფრინავი მონაწილეობდა, მათ შორის „სამი B-2, F-15 და F-16, ასევე ერთი მოიერიშე AV-8B სამხედრო საზღვაო ძალების სამხელეთო კორპუსის შემადგელობიდან".
თუ რომელი ბაზებიდან გაფრინდნენ თვითმფრინავები და ლიბიის ტერიტორიაზე რა სამიზნეები გაანადგურეის, ამის შესახებ კომენტარი არ გაკეთებულა.