რუსეთის "ლიბერალ-დემოკრატიული" პარტიის ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი დარწმუნებულია, რომ მალე საქართველო თვითონ მოითხოვს რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებას.
"რუსეთი ყველა გზას გამოიყენებს ვმო-ში გასაწევრიანებლად და საქართველოსთვის უმჯობესი იქნება, მას ხელი არ შეუშალოს. მსოფლიო მესამე მსოფლიო ომისა და ეკონომიკური კრიზისის წინაშე დგას, რის გამოც მალე საქართველო თვითონ მოითხოვს რუსეთის ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებას", - განაცხადა ჟირინოვსკიმ "რეგიონ TV"-ისთან საუბარში.
მისივე თქმით, თავად "ლიბერალ-დემოკრატიული" პარტია არ არის ვმო-ში რუსეთის გაწევრიანების მომხრე, თუმცა, "რადგან მთელი მსოფლიოს ქვეყნები ამ ორგანიზაციაში გაერთიანდა, რუსეთიც იძულებულია იგივე გააკეთოს".
რაც შეეხება საქართველოსა და კონფლიქტურ რეგიონებს, ჟირინოვსკის თქმით, მას ეს საკითხი არ აინტერესებს.
"პირადად მე არ მაინტერესებს არც აფხაზეთის და ოსეთს დამოუკიდებლობა და არც საქართველო, მთავარია რუსეთ-თურქეთის საზღვარი, რომ მათ შორის არ იყოს არც აფხაზეთი, არც ოსეთი, არც საქართველო და არც აზერბაიჯანი", - განმარტა მან.