აშშ-ის ხელისუფლებამ, შესაძლოა, აკრძალვა დააწესოს მენთოლის ფილტრის მქონე სიგარეტებზე, რადგან მისი მოწევის შემდეგ ბევრი ადამიანი სიგარეტზე დამოკიდებული ხდება.
ამ დასკვნამდე ამერიკელი ექსპერტები მივიდნენ, რომლებმაც მწეველთა ჯანმრთელობაზე მენთოლის დანამატის ზეგავლენა შეისწავლეს.
"ის, რომ მენთოლის სიგარეტები ადვილად მოსახმარია, ადამიანის ჯანმრთელობაზე აისახება. ისინი მწეველთა რაოდენობას ზრდიან. შესაბამისად, ნაადრევი სიკვდილის რისკი მატულობს",_აცხადებს ამერიკის კიბოს ასოციაციის საბჭოს წევრი მარკ კლინტონი.
ცნობილია, რომ ჯერ კიდევ 2009 წელს ანალოგიურ მიზეზთა გამო აკრძალვა დაწესდა სხვადასხვა დანამატის მქონე სიგარეტებზე, რომელთაც მარწყვისა და მიხაკის გემო ჰქონდა.