შორეული აღმოსავლეთის მცხოვრებლებისთვის დღესდღეობით საშიშროებად რადიაციული დაბინძურების საფრთხე კი არ რჩება, არამედ_ პანიკა და გადაჭარბებული პროფილაქტიკა იოდით.
ამის შესახებ სახელმწიფო კორპორაცია "როსატომის" წარმომადგენელმა, იაპონიის ატომური ელექტროსადგურის მონიტორინგისა და სიტუაციაზე რეაგირების ოპერატიული შტაბის წევრმა სერგეი ნოვიკოვმა "ეხო მოსკვიში" გამოსვლისას განაცხადა.
"ამჟამად შორეული აღმოსავლეთისთვის მთავარ საფრთხედ პანიკური განწყობა რჩება, რამაც ისინი იმ ზომამდე მიიყვანა, რომ ბავშვებს იოდს ასმევენ. ეს ამ ეტაპზე ყველაზე საშიშია", -აღნიშნა სერგეი ნოვიკოვმა.
მასალის გამოყენების პირობები