ლიბიის მთავრობა მეამბოხეებთან და კოალიციურ ძალებთან საბრძოლველად იარაღს მილიონზე მეტ მხარდამჭერს გადასცემს, მათ შორის ქალებსაც. ამის შესახებ ინფორმაციას ლიბიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, კადაფის მხარდამჭერების შეიარაღების პროცესი დაწყებულია და კადაფის გადაწყვეტილებით, ლიბიის ხელისუფლება მოსახლეობას დასავლეთის ქვეყნების „აგრესიისადმი წინააღმდეგობის გასაწევად აიარაღებს".
კოალიციის მიერ დაწყებული სამხედრო ოპერაციის შესახებ ქვეყნის პატლამენტის - საერთო სახალხო კონგრესის, თავმჯდომარემ მუჰამედ აზ-ზავიმაც გააკეთა კომანტარი და აღნიშნა, რომ სარაკეტო დაბომბვები ლიბიელ ხალხსა და მის ხელისუფლებას ვერ შეაშინებს.