თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების გადაწყვეტილებით, 21-26 მარტი, საქართველოში იაპონური კინემატოგრაფის კვირეულად გამოცხადდა.
"იაპონიის კინემატოგრაფის კვირეულად გამოცხადება ამომავალი მზის ქვეყანაში გავნითარებულმა ტრაგიკულმა მოვლენებმა განაპირობა", -განუცხადეს "ჯი-ეიჩ-ენს" უნივერსიტეტის პრესსამსახურში.
კვირეულის ფარგლებში თეატრალური უნივერსიტეტის კინოკლუბში 6 იაპონური ფილმი იქნება ნაჩვენები. ესენია: "ტოკიოს ამბავი", "ნაწვიმარი მთვარის ამბები", "როცა ქალი აივლის კიბეს", "ქალი ქვიშაში", "შიშველი კუნძული" და "შავი წვიმა".