სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ერს განკითხვისგან თავის შეკავებისკე მოუწოდებს.
როგორც პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში დღევანდელი საკვირაო ლიტურგიის შემდეგ, ქადაგებისას ბრძანა, ადამიანი სამ დროით განზომილებაში შეიცნობა - წარსულში, აწმყოსა და მომავალში.
"ადამიანი არ უნდა განისაზღვროს მხოლოდ მისი წარსულის მიხედვით, რადგან მან, შესაძლოა, მომავალში ბევრი სიკეთე ჩაიდინოს და ცოდვები გამოისყიდოს; განკითხვის დროს ადამიანი თავად ვარდება ცოდვაში. აუცილებელია რწმენა და თავმდაბლობა", - აღნიშნა უწმინდესმა.