ლიბიის ქალაქ მისრატაში, მუმარ კადაფის მხარდამჭერმა სამხედრო ძალებმა მეამბოხეებზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 51 ადამიანი დაიღუპა.
კადაფის შეიარაღებული ძალები მისრატის ალყაში მოქცევას ცდილობენ.
მისრატას ოპოზიციური ძალები აკონტროლებენ.
როგორც დასავლური მედია იუწყება, კადაფის მომხრე სანიპერები განთავსებულები არიან შენობების სახურავებზე და ადამიანებს ესვრიან.