ჰაიტიში, საპრეზიდენო არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე, ცნობილი ჰაიტელი ჰიპ-ჰოპის შემსრულებელი ვაიკლიფ ჯინი, ქალაქ დელმასში მოსახლეობასთან შეხვედრისას ხელში დაჭრეს. როგორც დასავლური მედია იუწყება, თავდასხმა პოლიტიკური მოტივი ჰქონდა. ვაიკლიფ ჯინი პრეზიდენტობის კანდიდად, ასევე მუსიკოსის მაიკლ მარტელის მხარდამჭერია.
თავდასხმის შემდეგ ჯინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც მისი პრესსამსახური აცხადებს, ჯინის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.