ლიბიის ლიდერმა მუამარ კადაფიმ სახელმწიფო ტელევიასთან საუბრისას განაცხადა, რომ საფრანგეთმა, აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა ლიბიაზე ტერორისტული საჰაერო თავდასხმა განახორციელეს. მისი თქმით, ლიბიის წინააღმდეგ წასული ყველა ქვეყანა აუცილებლად დამარცხდება.
"ბრიტანეთი, საფრანგეთი და აშშ "კრიმინალები" არიან. ლიბია "კრიმინალებთან" საბრძოლველად ხანგრძლივი ომისთვის ემზადება და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. არ დავტოვებთ ჩვენ მიწას და მას მტრებისგან გავათავისუფლებთ. ეშმაკის კოალიცია აუცილებლად დამარცხდება", - განაცხადა კადაფიმ.
შეგახსნებთ, რომ კოალიციის ძალებმა, რომლის შემადგენლობაში შედიან საფრაგნეთი, დიდი ბრიტანეთი, აშშ, იტალია და კანადა გაეროს 1973 რეზულიციის საფუძველზე, რომელიც ლიბიის საჰაერო სივრცის დახურვას და მუამარ კადაფის რეჟიმისგან მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას მოითხოვს, 19 მარარტს ლიბიის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. ლიბიაში კოალიციის სამხედრო ოპერაციის შედეგად 48 ადამიანია დაღუპული და 150-ზე მეტი დაჭრილი. ამის შესახებ ინფორმაციას ლიბიის ტელეარხი "ალ-ჯამახირია" ავრცელებს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, კოალიციის ძალები ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლში სამოქალაქო ობიექტებს ბომბავენ.