იაპონიაში, ქალაქ იშინომაკში, მაშველებმა 80 წლის მოხუცი და 16 წლის მოზარდი ამოიყვანეს. როგორც იაპონური საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, ორივე ადამიანი ცოცხალია და სამკურნალოდ კლინიკებში არიან გადაყვანილები.
მოხუცი და მოზარდი ნანგრევებში 11 მარტს მომხდარი მიწისძვრის შედეგად აღმოჩნდნენ. ნანგრევებში მათ 9 დღე გაატარეს.
შეგახსენებთ, რომ 11 მარტს იაპონიაში 9.0 ბალის სიმძლავრის მოწისძვრა და შემდეგ ცუნამი მოხდა. სტიქიების შედეგად 15 000 ადამიანზე მეტია დაღუპული.