საქართველოს ხელისუფლება იაპონიაში ჰუმანიტარულ ტვირთს მომავალ კვირას გაგზავნის.
იაპონიაში საქართველოს ელჩის რევაზ ბეშიძე განცხადებით, თვითმფრინავით, რომლითაც ქვეყანაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანა მოხდება, იაპონიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოშიც დაბრუნდებიან.
"ახლა ვმუშაობთ ტექნიკურ საკითხებზე, რომელთა მოგვარებაც აუცილებელია რეისის შესასრულებლად", - განმარტა ბეშიძემ.
მისივე ინფორმაციით, ამჯამად იაპონიაში საქართველოს 47 მოქალაქე იმყოფება და მათი უმეტესობა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ცხოვრობს.
შეგახსენებთ, რომ საქართელოს მთავრობა იაპონიაში ჰუმანიტარული დახმარების სახით სამედიცინო ტვირთს გაგზავნის. ამასთან, იაპონელი ხალხის დასახმარებლად ფულადი კომპენსაციას გამოიყოფა.