მთვარესა და დედამიწას შორის მანძილი ჩვეულ ნორმას უბრუნდება. ციური სხეულები ერთმანეთს გუშინ გვიან ღამით რეკორდული მანძილით მიუახლოვდა.
მიმდინარე პროცესს მეცნიერები მთელი მსოფლიოდან აკვირდებოდნენ. როგორც ვარაუდობდნენ, ასტრონომიულ მოვლენას სტიქიური უბედურებები, მიწისძვრები და კატაკლიზმები არ მოჰყოლია.
ნასა-ს ექსპერტების შეფასებით, ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიიდან მთვარე უჩვეულოდ დიდი და მკვეთრი ჩანდა.
ბუნებრივ მოვლენას საქართველოშიც აკვირდებოდნენ. მთვარის სიდიდის დანახვა შეუიარაღებული თვალითაც შესაძლებელი იყო. ქართველ მეცნიერთა ჯგუფი მთვარის მოახლოებას აბასთუმნის ობსერვატორიიდან აკვირდებოდა. მკვლევარების განცხადებით, პროცესს ღრუბლიანი ამინდი უშლიდა ხელს.