ბოლო დღეების განმავლობაში იტალიის კუნძულ ლამპედუზის სანაპიროზე ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებიდან 900 დევნილი გადასხდა. დევნილების დროებითი განთავსების ადგილობრივი ცენტრი უკვე გადავსებულია.
ადგილობრივმა მოსახლეობამ "ცოცხალი ფარი" აღმართა, რათა უკანონო მიგრანტების მათ ტერიტორიაზე შესვლა არ დაეშვა. პოლიციელებმა შეტაკებების თავიდან აცილება შეძლეს. თუმცა გამორიცხული არაა, რომ მღელვარება დროებით თავშესაფარშიც დაიწყოს.
ამასთან დაკავშირებით, სიცილიის ხელისუფლებამ საგანგებო სიტუაციის დარეგულირების მიზნით, სპეციალური ჯგუფის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო. იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრ რობერტო მარონის განცხადებით, ევროსაბჭოსგან მიღებული დახმარება ჰუმანიტარული კატასტროფის დასაძლევად საკმარისი არაა.
ცნობისთვის, არალეგალთა უმეტესობა ტუნისიდანაა. ემიგრანტთა ნაკადი მარტო ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში შექმნილ კრიზისს არ უკავშირდება.