ფუკუსიმას ატომური ელექტროსადგურის ოპერატორის განცხადებით, რეაქტორზე წნევა დასტაბილურდა. ასევე შემცირდა რეაქტორიდან მომწამვლელი ნივთიერებების გამოდინება.
ატომურ ელექტრო სადგურზე მდგომარეობა შედარებით სტაბილურია.
ინჟინრებმა რამდენიმე რეაქტორის გამაგრილებელი სისტემის ენერგომომარაგება აღადგინეს.
პრობლემა მესამე რეაქტორზე რჩება, სადაც გაცხელებული ენერგობლოკების გაგრილებას ზღვის წყლით ცდილობენ.
ოფიციალური ინფორმაციით, ელექტროსადენები უკვე აღდგენილია, თუმცა მათ ჩართვას აფეთქების შიშით ჯერ ვერ ბედავენ.