საკუთარი შვილის, ახალშობილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 34 წლის სოფო ბუთიაშვილი ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა.
სოფო ბუთიაშვილი, ძლიერი სისხლდენით, სასწრაფო დახმარების მანქანების საშუალებით ღუდუშაურის კლინიკაში გუშინ მოათავსეს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ მან ნაადრევი მშობიარობის სტიმულირება მოახდინა და 7 თვის ფეხმძიმემ სახლში იმშობიარა.
ერთ-ერთი ვერსიით დედამ შვილი მეგობარი მამაკაცის დახმარებით დამარხა.
გვამს ექსპერტიზა უტარდება, რის შემდეგაც გახდება ცნობილი თუ რა გახდა ჩვილის დაღუპვის მიზეზი.