ლიბია "საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის აგრესიის გამო" გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის დაუყონებლივ მოწვევას ითხოვს. ამის შესახებ ლიბიის სააგენტო "ჯანა" ქვეყნის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით იტყობინება.
"ლიბიის არაბეთის ჯამახირია მოითხოვს დაუყონებლივ მოწვეულ იქნას გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა საფრაგნეთის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის მიერ დამოუკიდებელი და გაეროს წევრი სახელმწიფოს, ლიბიის წინააღმდეგ აგრესიის გამო", - ნათქვამია ლიბიის საგარეო უწყების განცხადებაში.
ოფიციალური ლიბია მიიჩნევს, რომ დასავლეთის ამ ქვეყნების მოქმედება საფრთხეს უქმნის მსოფლიოს და საერთაშორისო უსაფრთხოებას.
შეგახსნებთ, რომ კოალიციის ძალებმა, რომლის შემადგენლობაში შედიან საფრაგნეთი, დიდი ბრიტანეთი, აშშ, იტალია და კანადა გაეროს 1973 რეზულიციის საფუძველზე, რომელიც ლიბიის საჰაერო სივრცის დახურვას და მუამარ კადაფის რეჟიმისგან მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას მოითხოვს, 19 მარარტს ლიბიის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყეს.