იაპონიაში 11 მარტს მომხდარი მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაღუპულთა შესახებ მონაცემები კვლავ იზრდება.
სააგენტო კიოდო პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ მხოლოდ მიიაგის პრეფექტურაში დაღუპულთა რაოდენობა 15 ათას ადამიანს აღემატება.
ადრე ოფიციალური მონაცემებით დაღუპულთა რაოდენობად სულ 7 ათასზე მეტი ადამიანი სახელდებოდა, ხოლო დაკარგულად 10 ათასი ადამიანი ითვლებოდა.
შეგახსნებთ, რომ 11 მარტს იაპონიაში დამაგრეველი მიწისძვრა მოხდა, რომლის შედეგადაც ათასობით ადამიანი დაიღუპა. ქვეყნის ეროვნულ მეურნეობას უდიდესი ზარალი მიადგა.
დაზიანდა ფუკუსიამას ატომური ელექტროსადგური.
"ფუკუსიმა-1"-ის ენრგობლოკებზე 4 აფეთქება მოხდა. დაფიქსირდა რადიაციის გაჟონვა.
ქვეყნისთვის მიყენებული ზარალი რამდენიმე მილიარდს აღემატება.