ლიბიაში კოალიციის სამხედრო ოპერაციის შედეგად 48 ადამიანია დაღუპული და 150-ზე მეტი დაჭრილი. ამის შესახებ ინფორმაციას ლიბიის ტელეარხი "ალ-ჯამახირია" ავრცელებს.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, კოალიციის ძალები ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლში სამოქალაქო ობიექტებს ბომბავენ.
ლიბიის ოფიციალური წყაროები ასევე იტყობინებიან ქალაქ მისრატაში ნავთობსაცავების დაბობმვის შესახებ.
ოფიციალური ვაშინგტონი აცხადებს, რომ ლიბიისადმი მიყენებული დარტყმები ოპერაციის პირველი ფაზაა.