ლიბიის ლიდერმა მუამარ კადაფიმ „ჯვაროსნების ლაშქრობის" შესახებ პირველი კომანტარი გააკეთა.
მან ხმელთაშუა ზღვას და ჩრდილოეთ აფრიკას საბძოლო მომედებების ზონა უწოდა.
მისივე განმარტებით, ლიბიის ხელისუფლება აიარაღებს მოსახლეობას დასავლეთის ქვეყნების „აგრესიისადმი წინააღმდეგობის გასაწევად", - განაცხადა ლიბიის ლიდერმა.
კოალიციის მიერ დაწყებული სამხედრო ოპერაციის შესახებ ქვეყნის პატლამენტის - საერთო სახალხო კონგრესის, თავმჯდომარემ მუჰამედ აზ-ზავიმაც გააკეთა კომანტარი და აღნიშნა, რომ სარაკეტო დაბომბვები ლიბიელ ხალხსა და მის ხელისუფლებას ვერ შეაშინებს.
„ამბოხებული ბანდების სამოწყალოდ, რომლებსაც „ალ-ქაიდა" ხელმძღვანელობს, ლიბიელი ხალხი დანებებას არ აპირებს", - განაცხადა მუჰამედ აზ-ზავიმ.