საფრანგეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ლიბიაში კადაფის ძალების მიერ საფრანგეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო.
"ყველა თვითმფრინავი დაბრუნდა ან ბრუნდება ბაზაზე", - განაცხადა გენერაული შტაბის წამრმომადგენელმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე ხნის წინ სააგენტო „ფრანსპრესმა" გაავრცელა.