აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ ვაშინგტონი ლიბიაში სახმელეთო ჯარების შეყვანას არ აპირებს.
მისი განმარტებით, სამხედრო ოპერაცია ლიბიაში იძულებითი ღონისძიებაა.
"ჩვენ არ გავაგზავნით სამხედრო მოსამსახურეებს ლიბიის ტერიტორიაზე", - განაცხადა სპეციალურ მიმართვაში ობამამ, რომელიც ვიზიტით ბრაზილიაში იმყოფება.
"ძალის გამოყენება არ ყოფილა ჩვენი მოქმედების პირველი ვარიანტი", - განაცხადა ობამამ და აღნიშნა, რომ ლიბიის ლიდერმა არ შეასრულა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის მთხოვნები, რომელიც მას საერთაშორისო თანამეგობრობამ წაუყენა, რის გამოც ლიბიის მშვიდობიანი მოსახლეობის სიცხოცხლე საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა.
მან განმარტა, რომ აშშ არის კოალიციის ერთ ერთი წევრი.
შეგახსენებთ. რომ ლიბიაში მუამერ კადაფის ძალების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია მიმდინარეობს.