„ტომაგავის" რაკეტებით აღჭურვილი აშშ-ის სამი წყალქვეშა გემი მზადაა ლიბიის არმიის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობა მიიღოს.
"როიტერი" პენტაგონის წყაროზე დაყრდნობით ასახელებს ორ წყალქვეშა გემს - Newport News და Providence-ს, რომლებსაც ორი გემი აცილებს.
შეგახსენებთ, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის დარღვევისთვის მოკავშირეებმა ლიბიის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყეს.
საფრანგეთის სამხედრო ავიაციამ კადაფის არმიის რამდენიმე ტანბკი და ტექნიკა გაანადგურა.
ცოცხალ ძალაში მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.