საფრანგეთის სამხედრო საჰაერო ძალების თვითმფრინავებმა ლიბიის ქალაქ ბენგაზთან, რომელსაც ოპოზიცია აკონტროლებს, პოლკოვნიკ კადაფის შეიარაღებული ძალების ოთხი ტანკი გაანადგურეს. ამის შესახებ ტელეკომპანია ალ-ჯაზირა იტყობინება.
"როიტერის" ინფორმაციით, განადგურებულია რამდენიმე ტანკი და ჯავშანტექნიკა.
შეგახსნებთ, რომ კოლაიციამ ლიბიის წინააღმდეგ სამხერო ოპერაცია დაიწყო.
აღნიშნულის მიზეზი ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფის მიერ ცეცხლის შეწყვეტის პირობის დარღვევა გახდა.