მოკავშირეების შეიარაღებულმა ძალებმა ლიბიაში სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიამ განაცხადა.
ლიბიის ცაზე საფრანგეთის სამხედრო ავიაციის თვითმფრინევები დაფრინავენ, იტყობინება ფრანს პრესი.
სარკოზის თქმით, კადაფიმ უარყო ულტიმატუმი, რომელიც მას საერთაშორისო თანამეგობრობამ წაუყენა.
დიდი ბრიტანეტის პრემიერ-მინისტრის დევიდ კამერონის განცხადებით, ლიბიასთან მიმართებაში „მოქმედებების დრო დადგა".
კამერონმა აღნიშნა, რომ მუამარ კადაფმა დაარღვია გაეროს რეზოლუცია ცეხლის შეწყვეტის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ დღეს პარიზში ლიბიასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა სარკოზიმ მოკავშირეების თათბირი გამართა.