საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ პარიზში ლიბიასთან დაკავშირებით საგანგებო თათბირი შეკრიბა, რომელსაც 15 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურები ესწრებიან. შეკრებილებმა ლიბიის მმართველი რეჟიმის წინააღმდეგ მოქმედებები უნდა შეათანხმონ.
თავდაპირველად, თათბირი ვიწრო წრეში გაიხსნა, რომელზეც ნიკოლა სარკოზმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი და აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი მიიწვია. "სამეულის" შეხვედრის დასრულების შემდეგ სხდომა გაფართოებულ ფორმატში გაიმართება, სადაც ლიბიის ლიდერის წინააღმდეგ განსახორციელებელ ღონისძიებებს შეათანხმებენ.
საფრანგეთის ოფიციალური პირების განცხადებით, საჰაერო-სამხედრო ოპერაციისათვის "ყველაფერი მზადაა". კოალიციის ამოცანას აიოლებს ისიც, რომ ხმელთაშუა ზღვის რაიონში ამერიკული გემები იმყოფებიან, რომლებსაც ფრანგული ავიამზიდი "შარლ დე გოლიც" შეუერთდა. საჰაერო ოპერაციის ჩატარებისათვის თვითმფრინავებმა შესაძლოა სტარსი აიღონ ან ავიამზიდებიდან ამ სახმელეთო ბაზებიდან კორსიკასა და სიცილიაში.
ამავე დროს არც ისაა გამორიცხული, რომ კოალიციას მსოფლიო თანამეგობრობის დამატებითი უფლებამოსილება დასჭირდეს. ჯერ ჯერობით კოალიციას მხოლოდ გაეროს მანდატი აქვს.