იაპონიის მთავრობის ინფორმაციით, ტოკიოსა და ხუთი პრეფექტურის წყალგამანაწილებელ სიტემაში რადიოაქტიური იოდის კვალი აღმოაჩინეს.
ასოშეიტედ პრესის ინფორმაციით, სავარაუდოდ. რადიოაქტიური იოდი წყალში ფუკუსიმა-1-ზე მომხდარი ავარიის შედეგად მოხვდა.
რადიოაქტიური იოდი მცირე რაოდენობითაა აღმოჩენილი.
შეგახსენებთ, რომ იაპონიის ხელისუფლებამ ფუკუსიმას პრეფექტურიდან ყველა საკვები პროდუქტის გაყიდვის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. ფუკუსიმას პრეფექტურაში აღმოჩენილია რადიაციით დაბინძურებული პროდუქტები.
იაპონიის ხელისუფლების მიერ მიღებული აკრძალვა იაპონიის მთავრობის გენერალურმა მდივანმა იუკიო ედანომ გაახმოვანა.
ცნობილი ხდება, რომ დაბინძურებულია რძე და რამდენიმე სახეობის ბოსტნეული.