იაპონიის ხელისუფლებამ ფუკუსიმას პრეფექტურიდან ყველა საკვები პროდუქტის გაყიდვის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. ფუკუსიმას პრეფექტურაში აღმოჩენილია რადიაციით დაბინძურებული პროდუქტები. ინფორმაციას ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ავრცელებს.
იაპონიის ხელისუფლების მიერ მიღებული აკრძალვა იაპონიის მთავრობის პრესმდივანმა იუკიო ედანომ გაახმოვანა. ცნობილი ხდება, რომ დაბინძურებულია რძე და რამდენიმე სახეობის ბოსტნეული.