ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი აცხადებს, რომ დასავლეთის მიერ ლიბიის წინააღმდეგ განხორციელებული ნებისმიერი მოქმედება პირდაპირ აგრესიად შეფასდება. ლიბიის ლიდერის წარმომადგენელმა, კადაფის ციტირებისას განაცხადა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი, რომლებმაც პირობა დადეს, რომ მათი მთავრობა ლიბიის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობას მიიღებს "მწარედ ინანებენ ამას".
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის მთავრობის პრესსამსახურის უფროსმა ბრანსუა ბარუენმა განაცხადა, რომ ლიბიის ლიდერის ერთული ძალების პოზიციებზე დარტყმა შესაძლოა უახლოეს საათებში იქნეს მიტანილი.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა კი პარლამენტში განაცხადა, რომ "უახლოეს საათებში" გამანადგურებლებს ლიბიისაკენ გააგზავნის.