თბილისი ლიბიის საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ რეზოლუციის მიღებას მიესალმება.
"საქართველო მიესალმება ინიციატორი და მხარდამჭერი ქვეყნების გადაწყვეტილებას. იგი მუდამ იყო და იქნება იმ სახელმწიფოთა გვერდით, რომლებიც მხარს უჭერენ მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას, ადამიანის უფლებათა საყოველთაო პატივისცემასა და ხალხის თავისუფალ არჩევანს", - ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ლიბიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭომსაფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ლიბანის მიერ ინიცირებული რეზოლუცია მიიღო. ათი ხმით უშიშროების საბჭომ სხვა ზომებთან ერთად მოითხოვა ლიბიის ტერიტორიაზე სამხედრო მოქმედებების დაუყოვნებელი შეწყვეტა და ქვეყნის საჰაერო სივრცე არა-საფრენ ზონად გამოაცხადა. რეზოლუცია მოუწოდებს მსოფლიო თანამეგობრობას მიმართოს ყველა საჭირო ზომას მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის უზრუნველსაყოფად.